ახალციხე-ასპინძის გზაზე ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ
ცენტრალურ გზაზე. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შემთხვევის
შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"