რას შეცვლის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანა
13:29 / 23.10.2019
მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემაში ცვლილებები
იგეგმება.კერძოდ, ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს
კანონში შედის.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი
ორეტაპიანი ხდება.
პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო
მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი
ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და
დამტკიცებულ მარშრუტებზე.
ტელეკომპანია "ბორჯომი" დაინტერესდა,როგორია ადგილობრივი მოსახლეობის
დამოკიდებულება მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.ბორჯომელების
უმრავლესობა დაგეგმილ ცვლილებას მიესალმება და აცხადებს,რომ რეფორმა
ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.ადგილობრივები ამბობენ,რომ
დაზეპირებული ბილეთებით მართვის მოწმობას მოქალაქე არ უნდა
იღებდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.