ახალი ამბები
"სოფლის რწმუნებულები“ საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან
აღნიშნულს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. ცვლილების თანახმად, ე.წ. სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსი გაუქმდება და ისინი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადავლენ. ეს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მათი სრულად პოლიტიზების და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

„კანონპროექტით შემოთავაზებულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის (სოფლის რწმუნებული) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების ვალდებულების და პროფესიული საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ახალი პროცედურის – შიდა კონკურსის შემოღება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისთვის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა და მათი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა. მერის წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში, სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, ამ ცვლილებით, კი იქმნება საფრთხე, რომ მოხდეს მათი სრულად პოლიტიზება და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მერის წარმომადგენლებისთვის სტატუსის შეცვლის მცდელობას 2017 წელსაც ქონდა ადგილი, ამ პროცესს მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა და გარდა პროცესის უკანონობისა, ასევე ამ თანამდებობის პოლიტიზირების გაზრდილ რისკებს გაუსვა ხაზი. ორი წლის წინ ეს პროცესი შეჩერდა და მერის/გამგებლის წარმომადგენლებს ისევ დაუბრუნდათ საჯარო მოხელის სტატუსი. ამჯერად ცვლილება პირდაპირ კანონში იგეგმება და მისი მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს სხვა არჩევანი არ ექნებათ გარდა იმისა, რომ მერის წარმომადგენლებს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი შეუცვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულით, რაც ნიშნავს რომ მათ დანიშვნას განახორციელებს მერი ერთპიროვნულად, მათი სამსახურში მიღება მოხდება მერის უფლებამოსილების ვადით, ამასთან, მერს ნებისმიერ დროს შეეძლება რწმუნებულის გათავისუფლება,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციის შეფასებით, მერის წარმომადგენლების პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად უნდა შენარჩუნდეს მათი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების და სახელმწიფო სერვისების პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, პროცესის გამჭვირვალობისთვის და საჯარო სამსახურის სისტემის სტაბილურობისთვის, ორგანიზაციაში აუცილებლად მიაჩნიათ შიდა კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები განისაზღვროს კანონით და მხოლოდ პროცედურის დეტალები დაკონკრეტდეს მთავრობის დადგენილებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.