სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცეს
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა.
პლენარულ სხდომაზე ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭი ცოტა ხნის წინ
უყარეს. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ
წავიდა.
სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.