სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გაიზარდა
2019 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 38.22%-ით
გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 217 ფაქტი დაფიქსირდა,
მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 157 შემთხვევა იყო.
რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, გასულ წელს
აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 9 (5.73%), ხოლო 2019
წელს - 8 (3.69%) საქმე გაიხსნა.