ბორჯომში მასწავლებლის საერთაშორისო დღე იზეიმეს (R)
16:55 / 07.10.2019
მასწავლებლის საერთაშორისო დღე ,ბორჯომში, საზეიმო ღონისძიებით
აღინიშნა.ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში
შეკრებილი პედაგოგების სადღესასწაულო განწყობაზე ნორვეგიულმა ჯგუფმა
და ადგილობრივმა ვოკალურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა:
"ოქტავამ","მზეშინამ" და "ნენანამ" იზრუნეს.პედაგოგებს დაუვიწყარი
საღამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აჩუქა.
წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებს 59
ღვაწლმოსილი პედაგოგი დატოვებს .დამსახურებული პედაგოგები სახელმწიფოს
მიერ განსაზღვრულ ფულად ჯილდოს მიიღებენ.ღონისძიებაზე ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერიამ მასწავლებლებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი
პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები
გადასცა.
ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის საღამო განსაკუთრებით ემოციური
აღმოჩნდა,როგორც აცხადებენ სკოლა მათი ცხოვრებაა და უმძიმთ ამ ნაბიჯის
გადადგმა თუმცა იმედოვნებენ,რომ სკოლასთან კავშირს არ გაწყვეტენ და
საჭიროების შემთხვევაში დამწყებ პედაგოგებს გამოცდილებას
გაუზიარებენ.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის წარმატებული ახალგაზრდები,რომლებმაც
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50%,70% და 100 %-იანი გრანტი
მოიპოვეს.
შეგახსენებთ,რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტრადიციად იქცა.ამ დღეს,ადგილობრივი
ხელისუფლება წლის მასწავლებლებსა და წარმატებულ პედაგოგებს
აჯილდოებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.