იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია
შეარჩია.კანდიდატებს შორისაა ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი.
გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით - იქნება ნომინირებული პარლამენტში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე ,გოჩა
ჯეირანაშვილმა განაცხადა,რომ მას აქვს ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელიც
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უნდა გააჩნდეს.მისი თქმით, როდესაც
პირველი ინსტანციის მოსამართლე ხარ, მაღალ ინსტანციებში მუშაობის
გაგრძელების სურვილი ყოველთვის არსებობს.
„ჩემი მოტივაცია გახლავთ ის გარემოება, რომ დაახლოებით 18 წლის
განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე, რომელიც
დაკავშირებული იყო სამართლებრივ საქმიანობასთან. 2009 წლიდან
დავინიშნე მოსამართლედ. ამ პერიოდში ასევე ვეწეოდი პედაგოგიურ
საქმიანობას. სურვილი ყოველთვის არის, როდესაც მოსამართლე ხარ პირველი
ინსტანციის, რომ რაც შეილება მაღალი ინსტანციის სასამართლოებში
გააგრძელო მუშაობა. ამის სტიმულატორი ჩემი განვლილი სამოსამართლო
საქმიანობაა.მივიჩნევ, რომ გამაჩნია ყველა ის უნარ-ჩვევა რომელიც უნდა
გააჩნდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს“ -განაცხადა გოჩა
ჯეირანაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს
თავმჯდომარედ 2009 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა. აღნიშნული
თანამდებობის დაკავებამდე იგი წალკაში მოსამართლედ მუშაობდა.გოჩა
ჯეირანაშვილს 2002 წლიდან პოლიციაში სხვადასხვა პოზიცია, 2007 წლიდან
2009 წლამდე კი პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობა ეკავა.
იგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ
საქმიანობას ეწეოდა.ახალციხის რაიონული სასამართლო გოჩა ჯეირანაშვილი
18 იანვარს დატოვა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის პოზიციაზე გადავიდა.