პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია რომ 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. დოკუმენტში ნათქვამია რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა.