ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს
პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიციონერები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, გახარიას გაპრემიერებას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება. მისი თქმით, მოსახლეობას 20 ივნისის ჭრილობები არ მოშუშებია და გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის გამო პროტესტი უფრო და უფრო გაძლიერდება.

„დღეს აქ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ „ქართული ოცნების“ სამარცხვინო დეპუტაციას, რომ ისინი რასაც აკეთებენ, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და არის მიმართული ქვეყნის საწინააღმდეგოდ. გიორგი გახარიას გაპრემიერებას არასდროს შეეგუება არა ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი, არამედ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც არ დავიწყებია და არ მოუშუშებია 20 ივნისის ჭრილობები და ვერც მოიშუშებს, სანამ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ახლა საერთოდ დააპირეს, რომ პრემიერ-მინისტრი გახადონ. ამიტომ, ეს პროტესტი დღითიდღე უფრო ძლიერი გახდება, მასშტაბებიც უფრო გაიზრდება და ამ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა დაანახებს საკუთარ ძალას. თუ დღემდე ეს ძალა მას არ დაუნახავს, ახლა ნამდვილად დაინახავს“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის 8 სექტემბერს, პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაც.

„ჯერ ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, კვირას იქნება დიდი საპროტესტო დღე, რადგან კვირას გეგმავენ, რომ დაამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“ გახარია პრემიერად და ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი ძალიან ხმამაღალი და ძლიერი იქნება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.