განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის წიგნები და რვეულები შეიძინა
2019-2020 სასწავლო წლისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 3 199 310 წიგნი და რვეული
შეიძინა.
საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ტრადიციულად, წელსაც დარიგდება.
ხელშეკრულების თანახმად, სკოლებს სახელმძღვანელოები მიმდინარე წლის 14
სექტემბრამდე მიეწოდებათ.
მათივე ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა
მეშვიდე კლასელი მოსწავლე მიიღებს ახალ, გრიფმინიჭებულ
სახელმძღვანელოებს.
ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო და კერძო სკოლის პირველკლასელ
მოსწავლეებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოები გადაეცემათ.