პროცესი, დღეს ,ახალციხის რაიონულ სასამართლოში
გაიმართა,მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ექიმ რ.ჯ-ს აღკვეთის
ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.დაცვის მხარე გირაობის
შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.ექიმი
რ.ჯ ბრალს არ აღიარებს.
ექიმი რ.ჯ. "სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს
თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა.იგი
სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული
ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით
ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას
გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის
სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთ" - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.