შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების
მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
სამინისტროს მიერ გავრველებული ინფორმაციით, პირველად, შინაგან
საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა
ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.
„ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს
ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.
კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.
ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული
ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ
ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე,
ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის
გადახდა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.