გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის გამო დაჯარიმდებიან
1-ლი ივლისიდან ახალი 1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები
ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში დაჯარიმებას ექვემდებარებიან.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი
დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე
მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1
იანვრამდე; 14-16 წლის ავტომობილებს - 2018 წლის პირველ ივლისამდე;
11-13 წლის ავტომობილებს კი 2019 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო
ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის
პირველი ივლისი იყო.
აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით
ხორციელდება:
ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული
აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;ლეგირებული
ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ
წელიწადში ერთხელ.იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ
ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება
სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.აირბალონიანი მოწყობილობის
სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.