ცვლილება ბორჯომის ბიუჯეტში - რაში დაიხარჯება 141 550 ლარი
18:04 / 28.06.2019
დღეს, გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს.რიგით პირველი საკითხი ბორჯომის
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხებოდა,კერძოდ,ცვლილება განხორციელდა
2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში,ბიუჯეტი გადმომავალი ნაშთის
საფუძველზე, 41 550 ლარით გაიზარდა, გზების რეაბილიტაციის ხარჯები კი
100 000 ლარით შემცირდა.გაზრდილი თანხა,რომელმაც ჯამში 141 550 ლარი
შეადგინა, რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება.მათგან ერთ-ერთია
ახალი ა(ა)იპისათვის სახელწოდებით „ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების
მართვის ორგანიზაცია“ 15 000 ლარის გამოყოფა.
დარჩენილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა სასპორტოს სკოლას ახალი
სპორტული წრეების მართვისა და ინვენტარის შესაძენად 6500 ლარი
დაემატა, სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯები 95 000 ლარით
განისაზღვრა,17 200 ლარი გამონთავისუფლდა დაბა ბაკურიაში ტურისტულ
სეზონთან დაკავშირებით დამხმარე მუშების ასაყვანად,ამბულატორიული და
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს კი 7 850 ლარი
დაემატა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბორჯომის
მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებების განხორციელებას
,კონკრეტულად ახალ უბანში არსებულ ერთ-ერთ ზონას მოეხსნა სარეკრეაციო
ზონის სტატუსი და გამოცხადდა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად.
საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა საკრებულოს მუდმივმოქმედი
კომისიების შემადგენლობაში შესული ცვლილები,კერძოდ დეპუტატი თამარ
სხირტლაძე გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის
შემადგენლობის წევრი გახდა,ანდრო თედიაშვილი კი
კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში
გადავიდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.