WizzAir ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულებით იფრენს
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები
შემდეგი მიმართულებებით დაემატა: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი,
პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი,
ჰერაკლიონი, ტურკუ.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი
ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი
მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.