ახალი ამბები
კვირის განმავლობაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს
ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეს შრომის კოდექსი კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას არ ადგენს. რის გამოც ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ.

ცვლილების შედეგად კი, შრომის კოდექსში გაჩნდება ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად - 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება პირი, მხოლოდ 6 დღით დაასაქმოს.

„დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი და დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებდეს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, მაგრამ შესასრულებელი სამუშაო თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებდეს აღნიშნულს სხვა დასაქმებულთათვის.

ადამიანის ჯანმრთელობის ფიზიკური, გონებრივი თუ პირადი ცხოვრებისათვის, დამსაქმებელმა დასაქმებული უნდა უზრუნველყოს ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროით, მაგალითად, როდესაც ცვლიანობის განრიგი ითვალიწინებს დასაქმებულის მიერ 18 საათიან ან 24 საათიან სამუშაო დროს, ცვლის დასრულების შემდეგ დასაქმებულის დასვენების დრო უნდა შეადგენდეს მინიმუმ 18 ან შესაბამისად 24 საათს“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ახალი რედაქციით დამსაქმებელი ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო დროის აღწერა და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუშაო დროის შესახებ წარმოშობილი დავის შემთხვევაში სწორედ მას ეკისრება სამუშაო დროსთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორ/ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.