გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს
პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას
ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე,
მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის
პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის
გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“- აღნიშნულია
ინფორმაციაში.