აქციის დაშლისას დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს
დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება. ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით
სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ 17 ადამიანს კი ჯანმრთელობის მსუბუქი ან
საშუალო დაზიანება აღენიშნება.
შეგახსენებთ,რომ 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული
აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია.