საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება
კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები
დაუშინეს.
ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს.
ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და
პოლიციის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია
დაშავებული. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება.
უმეტესწილად დაშავებულებს აღენიშნებათ დაჟეჟილობები, დაფიქსირდა ასევე
რამდენიმე ხელის ამოვარდნის შემთხვევა, რამდენიმე აქციის მონაწილის
განცხადებით კი, მათ სამართალდამცველებმა დაზიანება ხელკეტებით
მიაყენეს.ასევე, დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.