საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
16:00 / 16.06.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის მონახულების
შემდეგ ,დღეს, ბორჯომს ეწვია.ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების
გაცნობის შემდეგ,პრეზიდენტი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილ
ადგილობრივებს შეხვდა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.მისი
განცხადებით იგი წინასაარჩევნოდ დადებულ პირობას ასრულებს და
რეგიონებს აქტიურად სტუმრობს ,რათა ადგილზე არსებულ პრობლემებს
პირადად გაეცნოს.სალომე ზურაბიშვილმა დღეს ლიკანი და რომანოვების
სასახლე მოინახულა,მან შთაბეჭდილებები ადგილობრივებს გაუზიარა.
სალომე ზურაბიშვილმა უმუშევრობის პრობლემასთან ერთად კვალიფიციური
კადრების სიმცირეზე ისაუბრა.პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრეზიდენტთან შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.შეგახსენებთ,რომ
პრეზიდენტის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დღეს დასრულდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.