ახალი ამბები
თუშური კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება
მთავრობა თუშეთის კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს.კერძოდ, სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 56 056 ლარია.

„წინამდებარე დავალება მოიცავს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.მომსახურების მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული გარემოს მოწესრიგება.წინამდებარე დავალება განსაზღვრავს, მომსახურების პირობებს, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, კონკრეტულ ლოკაციაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში: 1. სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაცია; 2. სოფელ დართლოში მდინარის მეორე ნაპირზე არსებული ორი ციხე კოშკის რესტავრაცია; 3. სოფელ კესელოს კოშკის რესტავრაცია“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.