რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ტყის მავნებელ მწერთან "მბეჭდავ ქერქიჭამიასთან" საბრძოლველად - ამ თემაზე "წყლის გლობალური პარტნიორობა საქართველოს" მიერ ბორჯომში საჩვენებელი აქცია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ყოფილი "ტურბაზის" მიმდებარე კერძო ტერიტორიაზე ქერქიჭამიასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები შეისწავლეს.ტყის აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 364 ძირი ხე სპეციალური ქიმიური პრეპარატით დამუშავდა,რამაც ხეების ხმობის პროცესი შეაჩერა.შეგახსენებთ,რომ „მბეჭდავი ქერქიჭამია“ საქართველოში პირველად 1952 წელს გამოჩნდა.მავნებელი აზიანებს წიწვოვან მცენარეებს. მწერი ნაძვის ქერქში სახლდება და ძალიან სწრაფად ახმობს მთელ მცენარეს. ქერქიჭამია წელიწადში ორჯერ მრავლდება და სითბოში, მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება.