რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი
იარაღით დაჭრეს.დაჭრილები ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო
ცენტრში არიან მოთავსებული.მათ ოპერაცია ჩაუტარდათ და საავადმყოფოდან
რამდენიმე დღეში გაწერენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი
გამოავლინეს. მომხდარს ადასტურებენ შშს-ში,უწყება ინფორმაციას
მოგვიანებით გაავრცელებს.
ტელეკომპანია "ბორჯომი", უახლეს ცნობებს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.