ახალი ამბები
მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის
მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები შსს-მ მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა.

სამინისტრო განმარტავს, რომ თუ დღემდე არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, ცვლილებებით, ეს ვადა ერთ კალენდარულ წლამდე გაიზრდება. მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება, ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე ჩააბაროს, რომ თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა თავიდან არ მოუწიოს.

ამასთან, ცვლილებებით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ (საფასური 40 ლარი იქნება) პირს უფლება ექნება, მართვის მოწმობა ვადაზე ადრე, ერთ სამუშაო დღის ვადაში მიიღოს, თუნდაც გამოცდის ჩაბარების მე-2, მე-3 ან შემდეგ დღეებში.

„მართვის მოწმობის აღება პირს დღეისთვის შეუძლია შვიდ სამუშაო დღის ვადაში (საფასური – 15 ლარი) ან დაჩქარებული მომსახურებით გამოცდის ჩაბარების დღესვე (საფასური – 50 ლარი), სხვა ალტერნატივა დღეისთვის არ არსებობს, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან დაჩქარებული მომსახურების მიღება სურთ, თუმცა რიგ შემთხვევებში გამოცდის ჩაბარების დღესვე ვერ ასწრებენ შესაბამისი საფასურის გადახდას“ – აღნიშნულია კანონპროექტში.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.