ახალი ამბები
თბილისში საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა

თბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრადა ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამ დრომდე ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე იყო გაჩერებული.

„წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ჩაინგრა გზის მონაკვეთი, სადაც ჩავარდა ადგილზე გაჩერებული ავტომობილები“, - განაცხადეს შსს-ში.

ამ დროისთვის დაზიანებული ავტომანქანები ტერიტორიიდან გაყვანილია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.