7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა
რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით, დღეს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა
აიკრძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის
გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი
იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს,
08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად
აღდგება.