ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია SkyUp იწყებს
4 ივნისიდან ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია, იწყებს ოპერირებას.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად აეროპორტი ავრცელებს. კერძოდ,
საუბარია ავიაკომპანია SkyUp-ზე. კომპანია რეისებს ქუთაისი -
ხარკოვისა და ქუთაისი - ოდესის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები
კვირაში ორჯერ, რეგულარულად შესრულდება.