NDI კვლევა - გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არის
NDI-ის კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის მზად ნატო-ს
წევრობისთვის.
კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველო
მზად არის ნატო-ს წევრობისთვის? - რესპოდენტთა 28%-მა უპასუხა, რომ
ქვეყანა მზადაა ალიანსის წევრობისთვის, 55% ამბობს, რომ არ არის
მზად, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 16%-მა გასცა.
ამასთან, გამოკითხულთა 34%-მა არ იცის, როდის გახდება ქვეყანა ნატო-ს
წევრი, 19% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
2019-2024 წლებში გაწევრიანდება, 17% - 2025-2029 წლებში, 15% - 2030
ან მომდევნო წლებში, ხოლო რესპოდენტთა 14% მიიჩნევს, რომ საქართველო
ნატო-ს წევრი არასდროს გახდება.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაობი 28
მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა
არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი
და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-
2,3 %-ია.