გადაცემაში "ფორუმი" ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს
19:11 / 03.05.2019
დღეს, ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადაცემა "ფორუმში" , ცენტრალური
ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსზე იმსჯელეს.
გადაცემაში სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შალვა
ბერძენიშვილი,ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და კონკურსის ფინალში
გასული საუკეთესო კონცეფციების ავტორები ლევან ალიბეგაშვილი და გიორგი
ბასილაძე მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ,რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ცენტრალური
(ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი 2 თვის წინ
გამოცხადდა.
ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის
კონკურსში 6 საპროექტო განაცხადი შევიდა.აქედან საუკეთესო კონცეფციის
2 ავტორი შეირჩა.თუ ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული ამას ჟიური და
საზოგადოება ერთად გადაწყვეტს. ადგილობრივები სასურველ კონცეფციას
მხარს ონლაინ გამოკითხვის საშუალებით დაუჭერენ.
შეგახსენებთ,რომ ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების
კონფეფციის კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული
ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც
მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.