"ბორჯომში ხელფასები და პრემიები უკანონოდ გაცემული არ ყოფილა" - მაია პაიჭაძე
12:55 / 26.04.2019
ბორჯომის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი,
პრემია-დანამატებთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძის განცხადებას
ეხმაურება
და აცხადებს,რომ ბორჯომში ხელფასები და პრემია-დანამატები მხოლოდ
კანონის ფარგლებში გაიცემოდა და უკანონობას ადგილი არასოდეს
ჰქონია.
შეგახსენებთ,რომ გუშინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე,
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გედევან
ფოფხაძე მიიწვია.
საკრებულო, მაჟორიტარს განმარტებას მის მიერ სატელევიზიო ეთერით
გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სთხოვდა, რაც
პრემია-დანამატებსა და სოციალურ პროგრამებს ეხებოდა.გედევან ფოფხაძემ
საკრებულოს სხდომაზე როგორც მერიის ასევე საკრებულოს დეპუტატების
უკმაყოფილება მოისმინა და განაცხადა,რომ აღნიშნული განცხადება მათ არ
ეხებოდათ და იგი სიუჟეტში წინა მოწვევის საკრებულოსა და დიმიტრი
ყიფიანის მერობის პერიოდს იხსენებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.