კვერცხის შეძენასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული
სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს. განსაკუთრებული
ყურადღება კვერცხის
უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების
ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე
სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ადგილობრივი
მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა
წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არც ერთი შემთხვევა არ
დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევ მოწმდება თუ რამდენად არის
დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და
რეალიზაციის პირობები.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში
განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა
დაფიქსირდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს განაგრძობს
და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს - ყურადღებით გაეცანით
ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.
2013 წლის მაისში, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების
თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც
ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე
მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი“, -
ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.