პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს
ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.
როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები
საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.
“რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების
რისკი არ არის” - განაცხადა ანდრე ფინომ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ
ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა
ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი
კონსტრუქციის გადარჩენა.ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის
მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე
სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის
პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის
შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.