ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა
ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა,
სადაც ქართველი სპორტსმენის ლაშა ტალახაძის ტრიუმფი შედგა.
ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი, ხოლო ირაკლი თურმანიძემ 2 ვერცხლი და
ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აკვრაში ტალახაძემ ასევე მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, მან პირველ ჯერზე
245 კილოგრამი დაძლია, ხოლო შემდეგ 260 კილოგრამის აწევით კვლავ
თავისივე მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როგოც აკვრაში ისე ორჭიდში.
ირაკლი თურმანიძემ აკვრაში 241 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა,
ხოლო ორჭიდის ჯამში მეორე პოზიცია ერგო.