ახალი ამბები
ეკოკორიდორების მოწყობის მიზნით, ადიგენის ექვსი სოფლის სათემო კავშირთან შეთანხმება გაფორმდა
ადიგენის ექვსი სოფლის სათემო კავშირებთან 1 200 000 ლარის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა. ათწლიანი შეთანხმება ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში, რაც ბუნების კონსერვაციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოსახლეობის არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაცულ ტრიტორიებს შორის არსებულ სივრცეებში, ეკოკორიდორები მოეწყობა, რითაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.

საკონსერვაციო შეთანხმებება ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, სათემო კავშირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.

ხელმოწერის ცერემონია ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. პროექტს მუნიციპალიტეტში პილოტური სახე აქვს.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.