პედაგოგი, მონიკა ჭანტურია კონკურსის „საუკეთესო ქართული ენის
მასწავლებელი“ პირველ ეტაპზე ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის
მოხვდა.
კონკურსის მეორე ეტაპი,რაც საბოლოოდ გამარჯვებულს გამოავლენს
გაკვეთილზე დაკვირვებას მოიცავს. საკონკურსო კომისია წაღვერის საჯარო
სკოლაში მონიკა ჭანტურიას გაკვეთილს დაესწრო.გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი“იყო.
კონკურსის მეორე ეტაპის შეჯამების შემდეგ, უახლოეს მომავალში
გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდება.
შეგახსენებთ,რომ მონიკა ჭანტურია წაღვერის საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.