რეგისტრირებული დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკა
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, იანვარ - თებერვალში წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ით
არის გაზრდილი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა
სამინისტრო აქვეყნებს.
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019
წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ
11 671 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 8 871 დანაშაულია
რეგისტრირებული.
ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის
სტატისტიკა.
2019 წლის იანვარ-თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 24.07%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ
პერიოდში გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 31.07%.