პირველად კვლევის ისტორიაში, ჯიხვის გადაადგილებაზე მონიტორინგი
თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საყელოებით მიმდინარეობს.
საყელო, რეგულარულად აგროვებს დანიშნული ჯიხვის კოორდინატებს და
გზავნის სატელიტის მეშვეობით. 12 მარტს, სახეობათა კონსერვაციის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "ნაკრესის" თანამშრომლებმა ლაგოდეხის
დაცულ ტერიტორიებზე დაიჭირეს და სატელიტური გადამცემი შეაბეს ჯიხვს,
რომელიც უსაფრთხოდ დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ გარემოს.
პროექტს,ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრი "ნაკრესი" , CNF - Caucasus Nature Fund , TJS , WWF Caucasus
Programme Office ფინანსური მხარდაჭერით.