სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა
ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი
ავრცელებს. მათი განცხადებით,პროკურატურის პრესსამსახურში განმარტეს,
რომ აღნიშნული პოზიცია ზაზა მეტონიძემ 15 მარტს დაიკავა.
ზაზა მეტონიძეს მანამდე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო
პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა. მუშაობდა ბათუმის რაიონული
პროკურორის მოადგილედ.
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ
გახდა, რაც შოთა რიჟამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს.