ახალი ამბები
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს
ბორჯომში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.სამშენებლო სამუშაოები 12 თებერვალს დაიწყო და დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. სამუშაოებს "ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ბალავარის" ჯგუფი ასრულებს.დამკვეთი შინაგან საქმეთა სამინისტოა. ახალი შენობა, თანამედროვე სტანდარტებით, კომპიუტერული სისტემებით და სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვება. განახლდება ავტოპარკიც.

შენობის მშენებლობის საწყის ეტაპზე მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები სამშენებლო ჯგუფს საზღვრების დარღვევაში ადანაშაულებდნენ, სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაურ დეკანაძე აცხადებს რომ მოსახლეობაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა,რამაც გაუგებრობა გამოიწვია.ზაურ დეკანაძის თქმით საკითხი გარკვეულია და ამ ეტაპზე მოსახლეობა უკმაყოფილებას აღარ გამოთქვამს.


სამშენებლო სამუშაოების გამო,ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დროებით მისამართი შეიცვალა. მშენებლობის დასრულებამდე, მეხანძრე-მაშველები, დროებით ვაშლოვანის დასახლებაში, სასამართლოს ყოფილ შენობაში არიან განთავსებული.


FaceBook Twitter
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810