პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება
13:22 / 11.03.2019
ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის
სამუშაოებს აგრძელებს. სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი
ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების
მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის
საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება. ნათია
იორდანიშვილმა მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა,მისი
განცხადებით სანიტარული ჭრების დანიშნულება დაავადებული ტყის
კორომების გაჯანსაღებაა.ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით
სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.რის შემდეგაც,
ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლად იქნება
შესამჩნევი.მბეჭდავ-ქერქიჭამისათან საბრძოლველად სამცხე-ჯავახეთის
ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდება
მონიტორინგი, მწერმჭერებში ხდება მავნებლის შეგროვება და განადგურება.
სატყეო სააგენტო აცხდებს,რომ აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019
წელსაც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.