2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში
1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა. ამის შესახებ სოციალური
მომსახურების სააგენტოში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან 416-მა ბავშვმა შეავსო
ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების
მიღება სურს.სახელმწიფოს დაფინანსებით სულ 6 დღის ცენტრი და 6
თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში
სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86
იმყოფებოდა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში
რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი
კვლევა არ ჩატარებულა.