კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის შეხვედრა ბორჯომში
15:32 / 06.03.2019
ბორჯომში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“
ორგანიზებით კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა
ქსელის (CCC Network) 3 დღიანი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს 10 რეგიონში მომუშავე 33
ორგანიზაცია იღებს.შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების
გაძლიერება, ადგილებზე სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და
მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის ეს რიგით მეორე
შეხვედრაა.ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში ,მონაწილე ორგანიზაციების
უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით პროექტში დაგეგმილია სხვადასხვა
აქტივობები: ქსელის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები,მონაწილეობას
მიიღებენ საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ჩაატარებენ ადვოკატირებისა
და მედია კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, პროექტის
ფარგლებში დაფუძნდება 10 სოციალური საწარმო.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება
"ASB საქართველოს“ მიერ. პროექტს ადგილზე ახორციელებენ საქველმოქმედო
ჰუმანიტარულიცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონალური
განვითარების ფონდი (KRDF).პროექტის დონორია ევროკავშირის
წარმომადგენლობა საქართველოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.