ახალი ამბები
პროფესიული პროგრამის სტუდენტები შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდნენ
ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქმედი რედაქციით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის („სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება“) პირველი პუნქტი პროფესიულ სტუდენტებზე არ ვრცელდება.

ამასთან, როგორც პროექტშია განმარტებული, პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

„მიზანშეწონილია, რომ წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადება გავრცელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებზე. საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას"

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს შემდეგ დადებით შედეგებს:

  • შესაძლებელი გახდება პროფესიული განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებული ახალი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება;
  • გაიზრდება პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი დაფინანსების ეფექტურობა; შემცირდება დისბალანსი აკადემიური და პროფესიული სტუდენტების რაოდენობებს შორის;
  • გაიზრდება პროფესიული განათლების პოპულარობა;
  • გაიზრდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მიწოდება;
  • წვევამდელი, რომელიც უკვე ფლობს ამა თუ იმ პროფესიას, მეტად ვალიდური გახდება სამხედრო სამსახურის გასაწევად;
  • შემცირდება მოთხოვნა უცხო ქვეყნის საეჭვო ხარისხისა და რეპუტაციის საგანმანათლებლო სერვისებზე,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.