ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის
ამის შესახებ ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.
კერძოდ, ცვლილებით მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების
გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის
მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.
ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება
დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის
შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი. ამასთან,
ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო
საშუალებებიც.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა
საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდებოდა, 2019
წლიდან კი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო
გახდა.