სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის სოფლებში შეხვედრები დასრულდა
17:56 / 04.03.2019
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით
მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ
მოსახლეობის გადაწყვეტილებით,
დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩა.
ე.წ "სოფლის კრებები" დასრულდა ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც.მერის
მოადგილის განცხადებით სოფლებში ძირითად პრიორიტეტად წყლის პრობლემის
მოგვარება დასახელდა.
რამდენად ნაყოფიერია სოფლის მხარადჭერის პროგრამა და რეალურად
აგვარებს თუ არა იგი სოფლის პრობლემებს.ამ კითხით მუნიციპალიტეტის
მასშტაბით მცხოვრებ ადგილობრივებს მივმართეთ,მათი უმრავლესობა
კმაყოფილებას გამოთქვამს და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ
პროექტებს იწონებს.
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრიდან
განახლებული სახით დაიწყო.პროგრამის მიზანია გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის
უზრუნველყოფა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.