ახალციხეში ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა
ხაშურის მკვიდრი ფ.ლ. ხიდიდან მდინარე ფოცხოვში გადახტა, თუმცა
მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ
დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
TV9NEWS.GE -ს ინფორმაციით, თვითმკვლელობა ორმა მათგანმა სცადა, თუმცა
წყალში მხოლოდ ერთი გადახტა. მეორე მათგანი თავდაპირველად ფ.ლ.-ს
დაკავებას ცდილობდა. ქალები ერთმანეთის ნათესავები არიან. ერთი
მათგანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე, დაკითხვაზე,
საპატრულო პოლიციაში იმყოფება.