ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ
15:16 / 18.02.2019
ქაღალდის პირადობის მოწმობის, ახალი პირადობით ჩანაცვლება, 1 მარტის
ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ბორჯომის იუსტიციის სახლს მოქალაქეები
აქტიურად მიმართავენ.
ამ დრომდე 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა აქციით. ამ
პერიოდის განმავლობაში, ისინი გათავისუფლებულები არიან პირადობის
მოწმობის დამზადების და ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. ახალი
პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის ინიციატივა, იუსტიციის
მინისტრს ეკუთვნის.
საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით
განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის
განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა
და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის
ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის
მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.