რა თანხა მობილიზდა საპენსიო ფონდში
საპენსიო ფონდში ბოლო მონაცემებით, 37 ათასზე მეტი კერძო კომპანია და
310 000 საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი გაწევრიანდა.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ვარაუდით, ფონდში
გაწევრიანებული პირების რაოდენობა 550 000-დან 600 000-მდე
გაიზრდება.
ლევან სურგულაძის თქმით, ამჟამად საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა
50 მილიონ ლარს აღემატება. მისივე ინფორმაციით, იანვრის თვის სრული
სურათი თებერვლის შუა რიცხვებიდან იქნება.
სურგულაძის ინფორმაციით, თანხა საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული და
საშუალოდ 5-6%-იანი სარგებელი ერიცხება.