ხაშურში სამგზავრო მატარებელი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მანქანა შეეჯახა.
შემთხვევა დღეს , ხაშურის რაიონში, სოფელ ტეზერის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა.
დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ხოლო მატარებელი რამდენიმე
საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.
„გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო
ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნული მუხლი 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ
დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“- განაცხადეს შსს-ში.
წყარო - DiaNews.Ge