ახალი ამბები
რატომ დაწესდა საფოსტო გზავნილებზე 2-ლარიანი გადასახადი
„საქართველოს ფოსტა“  სპეციალური განცხადებით ეხმაურება მომხმარებელთა უკმაყოფილებას ე.წ. 2-ლარიანი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.
"გაცნობებთ, რომ „საქართველოს ფოსტისთვის“ მეტად მტკივნეული იყო ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა განპირობებული იყო საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებებით, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვიეს „საქართველოს ფოსტის“ დანახარჯების ზრდა გარკვეული ტიპის (საქონლის შემცველი საერთაშორისო გზავნილები) საფოსტო გზავნილების მომსახურებაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს საფოსტო ოპერატორს, რომლის ფუნქციაც საფოსტო გზავნილების მიღება, დახარისხება და ჩაბარებაა. საფოსტო რეგულაციების მიხედვით, საფოსტო გზავნილად მიიჩნევა ერთი პირის მიერ მეორესთვის (მიუხედავად იმისა ნივთი მეგობრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთია) საფოსტო ქსელის გამოყენებით გაგზავნილი ნივთი, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულებისაა ის.

სწორედ აღნიშნული გახლავთ იმის მიზეზი, რომ საფასური დაწესდა, არა გზავნილის შიგთავსის ღირებულების მიხედვით, არამედ თითოეულ გზავნილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებთან, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორები და მათ შორის „საქართველოს ფოსტაც“ ახორციელებს თავის საქმიანობას“- აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.